Tuesday, May 12, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

   დღეს არის ტრენინგის მეცხრე დღე.ვარ ძალიან ამაღლებული შთაბეჭდილებებით და თან ძალიან გული მწყდება რომ მთავრდება ასეთი ნაყოფიერი და ბევრის მომცემი ტრენინგი.ჩვენ ვსწავლობდით და თან ერთმანეთს ვასწავლიდით.
   ჩვენი დღე დაიწყო ტრადიციულად გამეორებით,ეტაპობრივად  გავიმეორეთ ნასწავლი მასალა,გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაზია,დავსახეთ სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტის გეგმები და ამის შესახებ გავუზიარეთ ჯგუფის წევრებს.
   შევაჯამეთ დღევანდელი ტრენინგი და რაც მთავარია ვისწავლე სრულყოფილი პროექტის წერა და ატვირთვა.
  დღევანდელ ტრენინგზე ჩვენ ასევე ვისწავლეთ პიკასა ალბომის შესახებ ყველაფერი.
   ...მოკლედ მივდივარ მდიდარი შთაბეჭდილებებით და ყველაფერ ამისთვის უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ ტრენერს  ქალბატონ ქეთევან ცერაძეს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს!
  კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა!!!

Sunday, May 10, 2015

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღე ტრადიციულად დაიწყო მასალის გამეორებით, შემდეგ შევქმენით ფასილიტატორის სასწავლო რესურსი,რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს გეზის  მიცემაში.,დავალაგეთ პორტფოლიო დადავარქვით სახელები შიგ გავთავსებულ დოკუმენტებს,ბოლოს ავტვირთვეთ ბლოგში ჩვენი საქაღალდე
ამ ეტაპისთვის კარგად მაქვს განსაზღვრული სასწავლო პროექტის მიზნები.შევიმუშავე

შეფასების კრიტერიუმები.ყურადღება შემიძლია მოსწავლეზე ორიენტირებული

სწავლების სტრატეგიებზე გადავიტანო.

 დღეს ნასწავლი მასალა საშუალებას მაძლევს შევქმნა სასწავლო გარემო პროექტებზე

დაფუძნებული სწავლების წარმართვისას. ასევე როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები

ჩემი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.

 ამ მოდულის ფარგლებში მე შევქმენი დოკუმენტი, პრეზენტაცია, ვებრესურსი

მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად. ასევე

შემიძლია დავგეგმო თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების

პროცედურები და შევქმნა მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის

პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელსეწყობისთვის.

 გავეცანი ფასილიტაციის რესურსებს , რაც ხელმისაწვდომს ხდის, რომ ფასილიტატორ

რესურსებს ისე გავუკეთო ორგანიზება, რომ სწორი მიმართულება მივცე და

ვასწავლო მათ, თუ როგორ ისწავლონ.


Saturday, May 9, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

  ტრენინგი  გამეორებით  დავიწყეთ.გავიხსენეთ შეფასება, მოსწავლის პრეზენტაცია, ბლოგი, ბუკლეტი  ..შემდეგ განვიხილეთ  მოდული  6, აქტივობა   1  - ყველა    მოსწავლის  საჭიროების გათვალისწინება,  სსსმ  მოსწავლეებთან მუშაობა.   მოვიფიქრეთ მოსწავლის დავალება, პროექტის დღიური. ვისწავლეთ  გაჯეტში  საათის ჩასმა,  ვიმუშავეთ  პროექტის გეგმაზე 

Sunday, May 3, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

   დღეს არის ტრენინგის მეექვსე დღე და ეს დღეც  სხვადანარჩენებივით       ძალიან
  საინტერესო და ბევრის მომცემი იყო ჩემთვის.
   როგორც ყოველთვის,დღესაც ტრენინგი დაიწყო ნასწავლი მასალის განმეორება-გახსენებით.ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე,კიდევ ერთხელ დავათვარიელეთ და გავეცანით პროექტის გეგმებს, ვისწავლეთ შეფასების რუბრიკები და მოვარგეთ ჩვენი პროექტის გეგმას.

Saturday, May 2, 2015

   დღევანდელი დღეც ისე როგორც წინა ოთხი დღე ჩალიან ნაყოფიერი და ბევრის მომცემი იყო ჩემთვის.
   პირველ რიგში გავიმეორეთ ბლოგში სურათის ჩასმა,განვიხილეთ საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონების,მათი მითითების მნიშვნელობა ჩვენს მიერ ამ ნაშრომის გამოყენებისას.ვისწავლეთ კომენტარის წერა და წაშლა.დავათვალიერეთ ერთმანეთის რეფლექსია და დავუწერეთ კომენტარები.
  შევქმენით ახალი ბლოგის-მოსწავლის ნიმუში.
ვისწავლეთ ბლოგის გაჯეტები-სურათის,გამოკითხვის და გვერდები